2014წ. 04 აპრილს შედგა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამოქალაქო სამართლის კომიტეტის პირველი სხდომა. კომიტეტის 20 წევრიდან სხდომას დაესწრო 14 წევრი.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:
1) ადვოკატი ელენე მაისურაძე
2) კომიტეტის კოორდინატორი ბელა ბაშარაძე
კომიტეტის სხდომაზე მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
- შეიქმნას კანონმდებლობაში ცვლილებების მოსამზადებელი შემდეგი სამუშაო ჯგუფები:
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფი (სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ადვოკატი შალვა ქურდაძე)
- ადვოკათტა შესახებ კანონში ცვლილებების მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფი (სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ადვოკატი როინ მიგრიაული);
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფი (სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ადვოკატი გიორგი მარიამიძე)
- გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონში ცვლილებების მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფი (სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ადვოკატი ნანა ამისულაშვილი);
- სასამართლო პრაქტიკის განზოგადების სამუშაო ჯგუფი (სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ადვოკატი დავით ლანჩავა)
- ეთხოვოთ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელებს, თავიანთი შეხედულებისამებრ განსაზღვრონ ჯგუფის შემადგენლობა,
- ეთხოვოთ კომიტეტის წევრებს, გაერთიანდნენ მათ მიერ შერჩეულ სამუშაო ჯგუფებში და მიიღონ აქტიური მონაწილეობა ჯგუფების მუშაობაში.
- კომიტეტის წევრებმა სამუშაო ჯგუფში გაერთიანების შესახებ აცნობონ კომიტეტის კოორდინატორს. დასაშვებია რამდენიმე სამუშაო ჯგუფში გაერთიანება.
როინ მიგრიაული
სამოქალაქო სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე